სალომე ზურაბიშვილმა და ანჯეი დუდამ საქართველოში მიმდინარე მოვლენები განიხილეს

“პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთან საუბარში ხაზი გავუსვი ქართველი ხალხის ევროკავშირში მისწრაფებებისადმი ურყევ ერთგულებას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროკავშირის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას!”- წერს საქართველოს პრეზიდენტი  სოციალურ ქსელ X-ზე.

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ პოლონეთის პრეზიდენტთან მიმდინარე მოვლენები და ოქტომბრის არჩევნები განიხილეს.

„მადლობა თქვენი ურყევი მხარდაჭერისთვის, ბატონო პრეზიდენტო ანჯეი დუდა. განვიხილეთ მიმდინარე მოვლენები და ოქტომბრის არჩევნები, რომლებიც გადამწყვეტია საქართველოს დემოკრატიისთვის. ხაზი გავუსვი ქართველი ხალხის ევროკავშირში მისწრაფებებისადმი ურყევ ერთგულებას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროკავშირის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას!” – წერს ზურაბიშვილი.

 

მსგავსი თემები