ხუანგკუოშუს ჩანჩქერი – მსოფლიოში მესამე, ყველაზე დიდი ჩანჩქერი (video)

ულამაზესი ჩანჩქერი ხუანგკუოშუ კუეიჭოუს პროვინციაში მდებარეობს. ჩანჩქერის სიმაღლე 77 მეტრზე მეტია, სიგანე კი დაახლოებით 101 მეტრი. ყველაზე დიდია ჩანჩქერის მთავარი კასკადი, მისი სიმაღლე, 67 მეტრია, სიგანე კი 83 მეტრი.

ჩანჩქერი მდებარეობს უნიკალურ ბუნებრივ ზონაში, რომელსაც ხშირად „აღმოსავლეთ შვეიცარიას“ უწოდებენ. მთლიანობაში, ამ ბუნებრივ ზონაში 18 ჩანჩქერია, ისინი გარშემორტყმულია ზღაპრული ლამაზი ტყეებით.

მეცნიერები თვლიან, რომ ხუანგკუოშუს ჩანჩქერი პლანეტის ერთ-ერთი უძველესი ჩანჩქერია.

ხუანგკუოშუს ჩანჩქერი სიდიდით მესამე ჩანჩქერია მსოფლიოში, ნიაგარასა და ვიქტორიას ჩანჩქერის შემდეგ.

მსგავსი თემები