ეთნიკური ჯგუფების ეროვნული ცეკვები და სამოსი (video)

იუნანის პროვინცია გამორჩეულია ეთნიკური ჯგუფების მრავალფეროვნებით.  ჯინპინგის ოლქის გულში დევს
„ძვირფასი ქვა“  სოფელი ბიაოშუიანი, სადაც ეთნიკური ჯგუფების თანაცხოვრება განსაკუთრებით მრავალფეროვანია.

აქ ცხოვრობენ ჰანის, იის, მიაოს, იაოსა დას სხვა  ეთნიკურ ჯგუფები, რომლებიც თავიანთ ტრადიციებს, კულტურას, ფოლკლორს ინარჩუნებენ და ამ  მრავალფეროვნებით ტურისტებსაც იზიდავენ და ხიბლავენ.

იაოს ხალხის სამოსი ძალიან ფერადია. ძირითადად იყენებენ  ლურჯ, თეთრ, შავ და წითელ ფერებს. მათი სამოსის ძირითადი ფერები განსხვავდება იაოს ხალხის სხვადასხვა სუბ-ეთნიკური ჯგუფის სტილის მიხედვით. მათი სამოსი ცნობილია თავისი ფერადი, რთული ნიმუშებითა და დახვეწილი ოსტატობით.

იაოს ქალები, რომლებიც კარგად ფლობენ ქარგვას, თავად ქმნიან ამ ხელოვნების ნიმუშებს. ქარგავენ  ფერადი აბრეშუმის ძაფებით. ამ ხელსაქმეს კი თაობებს გადასცემენ.

ქალის საზაფხულო სამოსი, ან ხალათი, შედგება ორი ნაჭრისგან, რომლებიც შეერთებულია მხრებზე. როგორიც სეზონიც არ უნდა იყოს, მათ აცვიათ ლურჯი ნაკეცი ქვედაბოლო, რომელზეც გამოსახულია წრიული ნიმუშები, რომლებიც შეღებილია  ხის წვენითა და წითელ ზოლებით.

ეთნიკურ ჯგუფებს თავიანთი ეთნიკური ცეკვები გააჩნიათ, რომელიც სხვადასხვა რიტუალს ასახავს. ყველა ცეკვა მაღალი ენერგიულობით გამოირჩევა.

რაც შეეხება ჰანის ეთნიკურ ჯგუფს, ჰან ჩინელები ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფია ჩინეთში.  მათაც თავიანთი განსხვავებული სამოსი გააჩნიათ და ეს არის ჰანფუ.   ტანსაცმლის გარდა, ჰანფუ ასევე მოიცავს რამდენიმე სახის აქსესუარს, როგორიცაა თავსაბურავი, ფეხსაცმელი, ქამრები, სამკაულები და „ხელის სამაგრები“.

ჰანის ხალხური ცეკვის ტრადიცია ქუჩებში მე-5 საუკუნეში დაიწყო, როგორც რიტუალური ღონისძიებები. დღესდღეობით ეს ტრადიცია, სახელად იანკო, ყველგან გავრცელდა.  ჰანის დინასტიის პოპულარული ცეკვაა გრძელმკლავიანი ცეკვა, რომელიც გამოსახულია იმ პერიოდის ბევრ სურათსა და ქანდაკებაში და ტრადიციული ცეკვის ეს ფორმა დღემდე შემორჩენილია.

ეკა გულუა იუნანიდან

მსგავსი თემები