თამაზ გინტურის მკვლელობა და საქართველოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიები – სახდეპის 2023 წლის ანგარიში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ანგარიშში, რომელიც საქართველოს შეეხება, რუსი ოკუპანტების მიერ თამარ გინტურის მკვლელობაზეა საუბარი.

ანგარიშის ,,უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული მკვლელობების” ნაწილში საუბარია: “6 ნოემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, ე.წ. სამხრეთ ოსეთში მოკლული 58 წლის თამაზ გინტურის შესახებ, რომელიც სამ სხვა მაცხოვრებელთან ერთად სალოცავად წავიდა სოფელ კირბალში, ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიაში”.

ასევე, სახდეპის ანგარიშში წერია, რომ 2023 წელს ,,რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის მიღმა რჩებოდა და დე ფაქტო ხელისუფლებას რუსული ძალები უჭერდნენ მხარს.”

მსგავსი თემები