„მისი მდგომარეობა „მძიმედ“ შეაფასეს“ – აშშ-ის ანგარიში მიხეილ სააკაშვილზე

„სახალხო დამცველმა ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდა, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის აეკვატური სამედიცინო დახმარება გაეწიათ. 2022 წლის დეკემბერში სახალხო დამცველის აპარატმა განაცხადა, რომ სამედიცინო ექსპერტთა დამოუკიდებელმა ჯგუფმა სააკაშვილი გასინჯა და აღნიშნა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა „მკვეთრად გაუარესდა“ –  ეს არის ამონარიდი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარშიდან რომელიც 2023 წელს მოიცავს.

ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების საკითხებზე მომზადდა და ის არასამთავრობო სექტორისა და სახალხო დამცველის ოფისიდან  მიერ მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობა.

“… მას შემდეგ, რაც ბოლოს, 2022 წლის აპრილში გამოიკვლიეს,  მისი მდგომარეობა „მძიმედ“ შეაფასეს. ასევე, სახალხო დამცველის აპარატმა გაავრცელა ცნობები იმის შესახებ, რომ ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ ქვეყანაში არსებული მკურნალობის ყველა მეთოდის გავლის მიუხედავად, მისი მდგომარეობა „სწრაფად უარესდებოდა“. სახალხო დამცველის აპარატმა შეაფასა, რომ სააკაშვილის საქმემ შესაძლოა არაადამიანური მოპყრობისთვის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი დაარღვიოს“ – ვკითხულობთ ანგარიშში.

 

 

მსგავსი თემები