რიში სუნაკი დღეს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ყველაზე დიდ პაკეტს გამოაცხადებს

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ორშაბათს განაცხადა, რომ უკრაინის დასახმარებლად 500 მილიონ ფუნტს (617 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფს და უკრაინელებს გადასცემს სამხედრო დახმარების რეკორდულად დიდ პაკეტს.

პაკეტი მოიცავს დაახლოებით 400 მანქანას, 60 ნავს, 1 600 თავდასხმისა და საჰაერო თავდაცვის რაკეტებს და სხვა საბრძოლო მასალას.

,,უკრაინის დაცვა რუსეთის სასტიკი ამბიციებისგან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი უსაფრთხოებისთვის და მთელი ევროპისთვის. თუ პუტინს მიეცემა საშუალება, მიაღწიოს წარმატებას ამ აგრესიულ ომში, ის არ გაჩერდება პოლონეთის საზღვარზე”, – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, რიში სუნაკმა.

მსგავსი თემები