„ჭკვიანი კამერები“ ქალაქის ასეულობით წერტილში დამონტაჟდება

საავტობუსო ზოლებზე და ველობილიკებზე უსაფრთხოების კამერების დასამონტაჟებლად, ტენდერი გამოცხადდება.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, საავტობუსო ზოლებსა და ველობილიკებზე უსაფრთხო კამერების განთავსებისთვის ოთხი მილიონი ლარი დაიხარჯება. 

მისი თქმით, „ჭკვიანი კამერები“ ქალაქის ასეულობით წერტილში დამონტაჟდება, რომელიც დარღვევების დაფიქსირებასა და დამრღვევი პირებისთვის შესაბამისი სანქციების გამოწერას უზრუნველყოფს.

„მოძრაობის უსაფრთხოების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებისა და ველობილიკებზე მოქალაქეთა უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად, საავტობუსო ზოლებზე და ველობილიკებზე უსაფრთხოების კამერების დაყენების მიზნით, ტენდერს ვაცხადებთ. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დროს ვცდილობთ, ევროპული სტანდარტი დავნერგოთ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა მხოლოდ ახალი ავტობუსების შეძენით ვერ მოგვარდება. ქალაქში საცობების თვალსაზრისით, სერიოზული პრობლემაა. სწორედ ასეთი პროექტებითაა შესაძლებელი, არსებული პრობლემა მოგვარდეს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მსგავსი თემები