„ეროვნული გამოცდები ჩატარდება ჩვეულ რეჟიმში და თარიღი, როგორც ყოველთვის, გამოცხადდება ივნისში“ – გიორგი გახარია

ეროვნული გამოცდები ჩატარდება ჩვეულ რეჟიმში და თარიღი, როგორც ყოველთვის, გამოცხადდება ივნისში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განათლების ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა განათლების რეფორმის მიმდინარეობაზე და აღნიშნა, რომ მიუხედავად გლობალური პანდემიისა, განათლების რეფორმა გაგრძელდება.

„ეს არის ის მიღწევა, რომელიც განათლების სისტემამ, როგორც შედეგი უკვე აჩვენა, თუმცა ეს არის მხოლოდ და მხოლოდ განათლების სისტემის პირველი რეაქცია კრიზისზე. ეს იყო ჩვენი განათლების სისტემის ანტიკრიზისული ქმედებები. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობისთვის, ბოლო წლების განმავლობაში, განათლება არის პრიორიტეტი ნომერი ერთი. განათლების სისტემური რეფორმა, რომელიც დაიწყო, გრძელდება და ჩვენი ამოცანაა, რომ მიუხედავად გლობალური პანდემიისა, ამ რეფორმას არაფერი არ უნდა დაემუქროს. ეს რეფორმა უნდა გაგრძელეს. ეს რეფორმა შეიძენს ახალ, დამატებით აქცენტებს, რომელიც იქნება უფრო დისტანციურ სწავლებაზე და სწავლების სხვადასხვა ფორმებზე ორიენტირებული, მაგრამ განათლების სისტემის რეფორმირება რჩება მთავრობის პრიორიტეტად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები