,,კიევის ცაში, ხარკოვის მიწაზე, დონბასში, ხერსონში – სწორედ აქ წყდება, როგორი იქნება ცხოვრება ევროპაში სამომავალოდ”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ  ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც აცხადებს, რომ უკრაინას თანამედროვე, სრულად ეფექტური, ძლიერი საჰაერო თავდაცვა სჭირდება, რომელსაც შეუძლია, უზრუნველყოს სრული დაცვა რუსეთის მიერ ნასროლი რაკეტებისგან.

მისი თქმით, „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს აქვთ საკმარისი რესურსი, შეაჩერონ რუსული აგრესია

„ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მივიღებთ ყველაფერს, რასაც ვითხოვთ და ზუსტად ისეთ ვადებში, რომელშიც გვჭირდება – იარაღი, ფინანსური მხარდაჭერა და სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ამ ომში სხვაგვარად არ შეიძლება. ბოლოს და ბოლოს, აქ, კიევის ცაში, ოდესის მახლობლად ზღვაში, ხარკოვის რეგიონის მიწაზე, დონბასში, ხერსონში და ზაპოროჟიეს რეგიონში – სწორედ აქ წყდება, როგორი იქნება ცხოვრება ევროპაში სამომავალოდ. ზუსტად აქ, უკრაინაში და არსად სხვაგან. რა თქმა უნდა, რუსეთს არ აქვს იმდენი რაკეტა, რამდენიც ჩვენ გვაქვს თავდაჯერებულობა ჩვენს ძალებში. მაგრამ რუსული იარაღის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ უფრო ძლიერი იარაღით. დღეს ცალკე მინდა, მივმართო ბელარუსის მოქალაქეებს, ხალხს – როგორც სამოქალაქო, ასევე ფორმაში ჩაცმულებს. ომში გიბიძგებენ და კიდევ უფრო აქტიურად, ვიდრე ეს იყო თებერვალში და გაზაფხულის თვეებში. კრემლმა უკვე გადაწყვიტა ყველაფერი თქვენთვის – თქვენი სიცოცხლე მათთვის არაფერს ნიშნავს. მაგრამ თქვენ არ ხართ მონები და საზარბაზნე ხორცი. არ უნდა მოკვდეთ. და თქვენ არ შეგიძლიათ, ვინმეს მისცეთ უფლება, გადაწყვიტოს თქვენს მაგივრად, რა გელოდებათ შემდეგ. მე ვიცი, რომ ბელარუსი ხალხი მხარს უჭერს უკრაინას, ისინი მხარს გვიჭერენ ჩვენ, მხოლოდ ჩვენ და არა ომს. ამიტომ რუსეთის ხელმძღვანელობას სურს, თქვენ, ყველა ბელარუსი ომში ჩაგითრიოთ, სურს ჩვენს შორის სიძულვილის დათესვა. ახლა ბევრი რამ არის დამოკიდებული ჩვეულებრივ ადამიანებზე. მე ვიცი, რომ თქვენ არ შეგიძლიათ, მონაწილეობა მიიღოთ ამ ომში. თქვენი სიცოცხლე მხოლოდ თქვენ გეკუთვნით და არა ვინმეს კრემლში“, – განაცხადაზელენსკიმ.

მსგავსი თემები