“მე ყველაფერს გავაკეთებ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, რათა ტყუილი დავამარცხოთ ქვეყანაში”, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, მისი საქმე სასამართლოში აბსურდია და თავს დამნაშავედ არ ცნობს.
„იმდენად აბსურდია ეს ყველაფერი, რომ კომენტარის გაკეთებაც არ მინდა. რაც შეეხება მთლიან სურათს, ჩვენ მივიღეთ ტყუილების ქვეყანა. ვცხოვრობთ ფაქტობრივად ტყუილების ქვეყანაში. ეს არ ეხება მხოლოდ ჩვენს საქმეს. ბიძინა ივანიშვილმა ტყუილები შექმნა, ტყუილი სასამართლო, ტყუილი პროკურატურა, ტყუილი დიპლომი, ტყუილი ურთიერთობი და მე ყველაფერს გავაკეთებ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, ტყუილი დავამარცხოთ ქვეყანაში. ეს ტყუილი განვდევნოთ, გავწმინდოთ და გამჭირვალე გავხადოთ ყველა ის ურთიერთობა, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებს სჭირდება, რომელიც სახელმწიფოებრიობას სჭირდება და ჩვენ შვილების და ჩვენ მომავალს სჭირდება“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სასამართლო მიმდინარეობს.