,,ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა მხოლოდ იმას გამოიწვევს, რომ შემდეგი საქართველო იქნება”- დავით არახამია

უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი დავით არახამია რუსულ სოციალურ ქსელში გავრცელებულ, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის პოსტს ეხმიანება, სადაც საქართველოზეც არის საუბარი.

არახამიას თქმით, დეოლიგარქიზაცია ქართველი ხალხის ნომერ პირველი მიზანი უნდა გახდეს.

,,საქართველოს მცდელობა, დაუახლოვდეს აგრესორს, კიდევ უფრო დიდ ტერიტორიულ დანაკარგებს გამოიწვევს, მაგრამ თბილისის პრორუსულ ხელისუფლებას ეს ჯერ კიდევ არ ესმის. რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა, რომელიც აგრძელებს ბიზნესის კეთებას სანქციების გვერდის ავლით და საქართველოს ხელისუფლების, რომელიც აგრესორთან ერთად თამაშობს, მხოლოდ იმას გამოიწვევს, რომ შემდეგი საქართველო იქნება. მოსკოვში კი ამას აღარ მალავენ. ამიტომ დეოლიგარქიზაცია ქართველი ხალხის ნომერ პირველი მიზანი უნდა გახდეს. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა ევროპაში შესასვლელად და არა რუსი აგრესორის ხელში აღმოსაჩენად”,- განაცხადა დავით არახამიამ.

,,საქართველო რუსეთთან შეერთებამდე საერთოდ არ არსებობდა”- დიმიტრი მედვედევი – (mcm.ge)

მსგავსი თემები