,,ჩეჩნეთში მობილიზაციის გეგმა 254%-ით, ზედმეტად შესრულდა”- კადიროვი

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის განცხადებით, რესპუბლიკაში მობილიზება არ განხორციელდება, რადგან მათ გეგმას უკვე  ”გადააჭარბეს“. კადიროვის თქმით,  გაწვეული სამხედროების გარდა, ჩეჩნეთში მოხალისეთა რეზერვიც არსებობს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში სამშობლოს აუცილებლად დაეხმარება.

,,ჩეჩნეთის რესპუბლიკაში გაწვევის გეგმა 254%-ით, ზედმეტად შესრულდა. სამხედრო კომისარიატში ყველა აპლიკანტი გამოცხადდა. ხელისუფლებამ ეს მექანიზმი თავიდანვე შეიმუშავა, ჯერ კიდევ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებამდე. გარდა ამისა, რესპუბლიკას ჰყავს ათასობით მოხალისის რეზერვი, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში შეძლებენ შეუერთდნენ სამშობლოს დამცველთა რიგებს”,- წერს კადიროვი.

მსგავსი თემები