“საბჭოზე ექიმები უმცირესობაში ვართ, პოლიტიკა უფრო მაღლა დადგა!” – ამირან გამყრელიძე

“საკოორდინაციო საბჭოზე ექიმები, ჩვენ, ვართ უმცირესობაში… გეთანხმებით, ქვეყანაში პოლიტიკა უფრო მაღლა დადგა ეპიდსიტუაციასთან შედარებით, იმიტომ, რომ შარშან გაზაფხულზე იყო მეტი სოლიდარობა”, – ასეთი განცხადება გააკეთა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, “პალიტანიუსის” ეთერში.

“დღეს სამწუხაროდ, კოვიდის თემა არის მთავარი საჯილდაო თემა პოლიტიკურ პარტიებს შორის. მე მოვუწოდე ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ მათი შეხვედრები დაიწყოს აცრების თემით, იმიტომ, რომ აცრებზე გადის დღეს ქვეყანაში ეპიდსიტუაციის დასრულება, ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური განვითარება და ის, რომ ჩვენ დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას. შარშან გაზაფხულზე ეს არ ყოფილა, იყო მეტი სოლიდარობა”, – ამბობს გამყრელიძე.

მსგავსი თემები