ბელიაშვილის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს

დიღმის მასივში, ბელიაშვილის ქუჩაზე ფიზიკურ დაპირისპირებაში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა, დაშავებულია ერთი მამაკაცი, რომელსაც სავარაუდოდ დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენეს.

დაშავებული, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ღუდუშაურის საავადმყოფოში გადაიყვანა.

მას დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული, ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.

მსგავსი თემები