10 წლის ბიჭი წყალდიდობას გადაურჩა – ბავშვმა მთელი ღამე ხეზე გაატარა

ესპანეთში წყალდიდობას 10 წლის ბიჭი გადაურჩა. ბიჭი ხეზე აძვრა და მთელი ღამის განმავლობაში იქ იმყოფებოდა.

ბიჭი ოჯახთან ერთად აგარაკზე იმყოფებოდა, როდესაც სტიქია დაიწყო. ოჯახი წყალდიდობისგან თავის დაღწევას ცდილობდა, თუმცა  მათი მანქანა მდინარემ წაიღო.

ესპანეთის სამოქალაქო დაცვის პოლიციის ძალებმა განაცხადეს, რომ ბიჭის დედა და და იპოვეს, მაგრამ სამაშველო სამსახური კვლავ ეძებს მამას ალდეა დე ფრესნოს მახლობლად.

პოლიციის ცნობით, სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაკარგულად ითვლება ცენტრალურ ესპანეთში წყალდიდობის გამო.

მსგავსი თემები