ძლიერი წყალდიდობა სტამბულში – დაიღუპა ორი ადამიანი

სტამბულში გადაუღებელი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.  სტამბულის გუბერნატორის განცხადებით,  დაფიქსირდა დაახლოებით 125 კგ. ნალექი კვადრატულ მეტრზე.

„მოქალაქეებს, რომელთა სახლები წყალდიდობის გამო საცხოვრებლად უვარგისია და დატბორვის საფრთხის ქვეშ არიან, შეუძლიათ თავშესაფარი საჯარო დაწესებულებებში მოიძიონ 112-ზე დარეკვით“, – განაცხადა გუბერნატორმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიკაიამ განაცხადა, რომ ერთ-ერთი დაღუპული უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

მისივე თქმით, დაშავებულია ხუთი ადამიანი, მათგან სამი ამბულატორიული მკურნალობის შემდეგ  გაწერეს.

სინოპტიკოსები ქვეყნის დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებში კვლავ ნალექს ვარაუდობენ და მოსახლეობას მოსალოდნელი წყალდიდობის და ძლიერი ქარის შესახებ აფრთხილებენ.

მსგავსი თემები