,,როდესაც კრიტერიუმები დაკმაყოფილდება, კანდიდატის სტატუსის მინიჭება მოხდება ავტომატურად”- ჯოზეფ ბორელი

„ზუსტად ასეა, როდესაც ეს კრიტერიუმები დაკმაყოფილდება, კანდიდატის სტატუსის მინიჭება მოხდება ავტომატურად“,-  ასე უპასუხა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა კითხვას, მიენიჭება თუ არა კანდიდატის სტატუსი საქართველოს, მას შემდეგ რაც დააკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს.

ამასთან, მისი თქმით, ქართველებს ახლა აქვთ მკაფიო გზა და შესასრულებელი საქმეები.

„ჩემი გზავნილია, რომ ეს არის მათთვის წინგადადგმული ნაბიჯი. მათ არ უნდა განიხილონ ეს ნეგატიურად. ახლა მათ აქვთ მკაფიო გზა, ახლა მათ აქვთ შესასრულებელი საქმეები, აქვთ განრიგი, ასე რომ ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი, გააგრძელეთ ამაზე მუშაობა, თქვენ კარგ გზაზე ხართ“, – აღნიშნა ბორელმა.

მსგავსი თემები