საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 851 შემთხვევა არის დადასტურებული.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 702-ს  შეადგენს.

ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 13 პაციენტი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები