საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 77 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 77 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 10 739-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 4 563 პირს დაუდასტურდა, 4 744 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 10 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 5 751 შემთხვევა გამოვლინდა, 3 647 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 78 კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები