უკრაინაში ამერიკელი ჟურნალისტის მკვლელობის გამო აშშ რუსეთზე სათანადო პასუხს გასცემს და სანქციებს დაუწესებს. როგორც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი აცხადებს, ამერიკულ მხარე შეისწავლის დეტალებს და შესაბამისად იმოქმედებს.
„ჟურნალისტის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია შოკისმომგვრელი და შემზარავია. აშშ-ის ოფიციალური პირები კონსულტაციებს გაივლიან უკრაინელ მხარესთან იმის დასადგენად თუ როგორ მოხდა ეს” – აცხადებს თეთრი სახლის წარმომადგენელი.