პარლამენტთან ხმაურია, მობილიზებულია საპატრულო პოლიცია

პარლამენტის შეnობასთან  მობილიზებულია პოლიცია. ამ წუთებში, საკანონმდებლო ორგანის წინ დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ოჯახის წევრები და ახლობლები არიან შეკრებილები და კარვის გაშლას ცდილბენ, რომლის საშუალებასაც მათ არ აძლევენ.

აქციის მონაწილეები გრიგორიადისის გათავისუფლებას ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ ლაზარე გრიგორიადისი პარლამეტის შენობასთან აქციისას დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისმა საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა. გამოძიების ცნობითვე, ბრალდებულმა ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს.

მსგავსი თემები