„კრაზანას ბუდის მსგავსად უნდა განადგურდეს“ – მედვედევი უკრაინაზე

რუსეთი უკრაინასთან მიმართებაში შეჩერებას ან უკან დახევას არ აპირებს. კრემლის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მედვედევი აცხადებს, რომ ყველაფერი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როცა უკრაინა კრაზანას ბუდესავით განადგურდება.

„ისინი უნდა განადგურდნენ. აუცილებელია კრაზანების ბუდის განადგურება, უნდა განადგურდეს რეჟიმი, რომელიც შეიქმნა უკრაინაში, წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხე ყოველთვის მოვა და მუდმივად მოგვიწევს ისეთი ოპერაციის განხორციელება, როგორსაც წელიწადზე მეტია ვატარებთ“ , – აცხადებს მედვედევი, რომელიც კომენტარსაც რუსული მედია ავრცელებს.

მსგავსი თემები