საქართველოს მაღალმთიან ტერიტორიაზე თოვს

ნაქერალას უღელტეხილზე თოვლის უხვი ნალექის გამო, მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალა. სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება კი დაშვებულია.

თოვს მაღალმთიან აჭარაშიც. თოვლის საფარმა 15 სანტიმეტრს მიაღწია. აჭარის სამთო-სათხილამურო კურორტ “გოდერძიზე” კი თოვლის საფარი 50 სმ-ია. ნალექის გამო შეფერხებებია გზებზე. გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვისაა დაშვებული.

ჰაერის ტემპერატურა საქართველოში უახლოეს დღეებში უცვლელი დარჩება. დასავლეთ საქართველოში, წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება, მაქსიმალური ტემპერატურა კი 11 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში კი ღრუბლიანი ამინდები შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა 9 გრადუსს მიაღწევს. მაღალმთიან რეგიონებში თოვა ხვალამდე გაგრძელდება.

მსგავსი თემები