საქართველოში კორონავირუსის 1 409 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 256 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 409 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 256 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 27 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 40 275 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 27 699, „პისიარ“ ტესტით – 12 576.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,5%, ბოლო 14 დღის – 5,82%, ბოლო შვიდი დღის – 5,48%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 325 665 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 304 935 გამოჯანმრთელდა, 4 363 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 71 570 ადამიანი, დღიურად აცრილია 4 433.

კარანტინის რეჟიმშია 75, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 231 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 772 პირი.

ამასთან, 11 მაისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 788 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 251 პაციენტი.

მსგავსი თემები