“ქართული წარმოების პირბადეები წვეთოვანი გადაცემის შემთხვევაში აბსოლუტურ დაცვას ახორციელებს” – გელა მგელაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბიოუსაფრთხოების სამმართველოს უფროსის, გელა მგელაძის განცხადებით, ქართული წარმოების პირბადეები წვეთოვანი გადაცემის შემთხვევაში აბსოლუტურ დაცვას ახორციელებს.

„ქართული წარმოების პირბადეები შემოწმებულია ამ წვეთოვან გადაცემაზე. პირბადეები წვეთოვანი გადაცემის შემთხვევაში აბსოლუტურ დაცვას ახორციელებს, ადამიანი ვინც მას ატარებს, იქნება დაცული. ექიმებისთვისაც სამედიცინო პერსონალისთვისაც ეს პირბადეები ერთჯერადად შეიძლება იყოს გამოყენებული. სადაც მაღალი რისკია კლინიკებში, შეიძლება მხოლოდ ერთჯერადად მისი გამოყენება თავის დაცვის მიზნით. საყოფაცხოვრებო, ჩვეულებრივ ურთიერთობებში უკვე შეიძლება მრავალჯერადად მისი გამოყენება“, – განაცხადა გელა მგელაძემ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში წარმოებულმა პირბადეებმა გაიარა დაავადებათა კონტროლის ცენტრის შემოწმება, რეკომენდაცია გაიცა და საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის სავსებით მისაღებია.

მსგავსი თემები