უკრაინის კონტრშეტევის დაწყება უახლოეს კვირებში იგეგმება – ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, უკრაინის კონტრშეტევის დაწყება უახლოეს კვირებში იგეგმება.

მისი თქმით, ბრძოლის ველზე უკრაინის წარმატება არის საუკეთესო გზა და, ალბათ, ყველაზე სწრაფი გზა რეალურ მოლაპარაკებამდე მისასვლელად.

„რუსეთმა უკვე განიცადა მარცხი იმ გაგებით, რომ რის მიღწევას თავდაპირველად ცდილობდნენ, იყო უკრაინის რუკიდან წაშლა. ცდილობდნენ შეეყვანათ იგი რუსეთის შემადგენლობაში და გაენადგურებინათ უკრაინა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. ეს მათ არ გამოუვიდათ და ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ. ჩვენ ვიცით, რომ უკრაინელები ფიქრობენ კონტრშეტევას უახლოეს კვირებში. ვნახოთ, რა მოხდება. საბოლოო ჯამში, უკრაინის წარმატება ბრძოლის ველზე – ეს არის საუკეთესო და, სავარაუდოდ, ყველაზე სწრაფი ხერხი, შევუდგეთ ნამდვილ მოლაპარაკებებს, რასაც შეუძლია სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარება”, – განაცხადა ბლინკენმა.

 

მსგავსი თემები