,,საზოგადოება ითხოვს მშვიდობას, არა ომს”- აქცია რესპუბლიკის მოედანზე

თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე აქცია სახელწოდებით – „მოვდივარ!“ მიმდინარეობს. შეკრების მთავარი სლოგანი ასეთია – „არა ომს!“.

,,ჩვენი ხალხი, საზოგადოება ითხოვს მშვიდობას, არა ომს. მოვდივართ იმიტომ, რომ ვუთხრათ არა ყველანაირ ფაშისტურ, ბოლშევიკურ, სადისტურ მისწრაფებებს და გამოვლინებებს, ქვეყნის არევას, ჩვენი ქვეყნის საქმეებში ჩარევას, დაუსაბუთებელ რეზოლუციებს და სანქციებს, დამცირებას და შეურაცხყოფას, მუდმივ რყევას და დასამარებას. მოვდივართ იმიტომ, რომ შევიგრძნოთ ერთსულოვნების სურნელი და გავიხაროთ ერთმანეთთან შეხვედრით. ამიტომ ვამბობდით მოვდივართ და ამიტომაც მოვედით“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ზაზა პაპუაშვილმა.

 

მსგავსი თემები