,,წლიდან წლამდე სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა იზრდება, ტექინსპექტირებაზე მიმართვიანობა კი მაინც ერთ ნიშნულზე გვაქვს”- ვაჟა იორდანიშვილი “მედიაცენტრ მთავარში”

,,მიუხედავად იმისა, რომ წლიდან წლამდე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა იზრდება, ტექინსპექტირებაზე მიმართვიანობა მაინც ერთ ნიშნულზე გვაქვს,”- ამის შესახებ საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ვაჟა იორდანიშვილმა  „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც განმეორებითი ტექინსპექტირება ფასიანი გახდა, მძღოლები უფრო მობილიზებული არიან და ავტომობილები შედარებით მოწესრიგებულ მდგომარეობაში მიჰყავთ ტექინსპექტირების ცენტრში.

„ყველაზე დიდი პრობლემა არის მიმართვიანობა. მიუხედავად იმისა, რომ წლიდან წლამდე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა იზრდება, ტექინსპექტირებაზე მიმართვიანობა მაინც ერთ ნიშნულზე გვაქვს. 2019 წელს 788 ათასმა სატრანსპორტო საშუალებამ გაიარა ტექინსპექტირება, 2022 წელს ეს მაჩვენებელი 785 ათასი იყო. გამოდის, რომ ავტომობილების რაოდენობის ზრდის მიუხედავად, ტექინსპექტირებაზე მიმართვიანობა არ გაზრდილა. ეს არის იმის მიზეზი, რომ ჩვენ გზებზე ჯერ კიდევ ვხედავთ გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებებს. დიდი ალბათობით, ეს არის სწორედ ის ნაწილი, რომელიც ტექინსპექტირებაზე არ მიდის ან მიდის, მაგრამ მათი ხრიკებით გადიან ერთჯერად ტექინსპექტირებას, რის შემდგომ გზებზე გადაადგილდებიან.

რაც შეეხება ცვლილებებს, მას შემდეგ, რაც განმეორებითი ტექინსპექტირება ფასიანი გახდა, მძღოლები უფრო მობილიზებული არიან და ავტომობილები შედარებით მოწესრიგებულ მდგომარეობაში მოჰყავთ. ჩვენ თუ დახარვეზების სტატისტიკას გადავხედავთ, ყველაზე მეტი მაჩვენებელი მოდის ელექტრომოწყობილობებზე, ეს არის ფარები, შუქამრეკლი, რაც ხარვეზი შესაძლებელია მძღოლმა თავად აღმოაჩინოს და თვითონ გამოასწოროს, ვიდრე ტექინსპექტირების ცენტრში მივა. ადრეს რადგან ფასიანი იყო გამეორებითი ტექინსპექტირება ავტომობილები მოყავდათ გადაუმოწმებლად, ეს პრაქტიკა იცვლება და მძღოლები ცდილობენ რაც შეიძლება მოწესრიგებულად მოიყვანონ ავტომობილები“, – განაცხადა ვაჟა იორდანიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

დახარვეზებული მანქანები ტექდათვალიერებას მაინც არ გადიან – ვაჟა იორდანიშვილი “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები