„არავითარი ცეცხლი არ გადმოდის და ეს უნდა შეწყდეს… ერთმანეთზე გადადიან, ჭკუიდან გადასულებს გვანან“ – სასულიერო პირი

ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი, მამა ზაზა აღდგომის წინა დღეს სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ იერუსალიმიდან არავითარი ცეცხლი არ გადმოდის და ეს ყველაფერი ისტერიაა.

„მანამდე შეაქვთ იქ დახურული კანდელი,  ანთებულია უკვე როცა პატრიარქი შედის და შესვლამდე განიმოსება, ეს არის ჩვეულებრივი, რიტუალური ფორმა, ამისი შეფასება და ინტერპრეტაციაა არასწორი. იმიტომ კი არ განიმოსება პატრიარქი რომ სანთებელა თუ სხვა ასანთები აქვს დამალული, არამედ, ეს არის წესი. წმინდა ველურობაა, რაც ცეცხლის გამოტანისას იქ ხდება. ერთმანეთზე თავზე გადადიან და ჭკუიდან გადასულ ადამიანებს გვანან. შეგრცხვება, რომ მათ ქრისტიანები უწოდო ისეთი რაღაცეები ხდება ამ ცეცხლის გარდამოსვლით. რაღაც ისტერიული და ჭკუიდან და ადამიანური ჩარჩოებიდან გასული ადამიანები. ასეთი რამ როგორ შეიძლება. ეს ყველაფერი უნდა შეწყდეს, ეს რაღაც რაღაც ცეცხლი, ეს ცეცხლი არ გადმოდის და უნდა შეწყდეს . ეს არ არის ქრისტიანობის რწმენა“ – აცხადებს მამა ზაზა.

მსგავსი თემები