,,პრეზიდენტმა მოიტყუა”- რატი იონათამიშვილი

,,პრეზიდენტმა მოიტყუა, როცა თქვა, რომ მას სტრასბურგში გამგზავრების უფლება დროზე არ მისცეს,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტს მთავრობის მხრიდან არანაირი ხელშეშლა არ ჰქონია.

„პრეზიდენტს ან მის ადმინისტრაციას მსგავსი განცხადების გაკეთება რატომ დასჭირდა, ამაზე ვერ ვუპასუხებ. მიზანშეწონილი არ არის, მის მიზნებსა და ამოცანებზე ვისაუბრო. ფაქტები უტყუარია, დანარჩენს საზოგადოება შეაფასებს. პრეზიდენტს მთავრობის მხრიდან არანაირი ხელშეშლა არ ჰქონია. სხვა მხრივ, რატომ ვერ გაემგზავრა, ეს ჩემი საქმე არ არის. ხელოვნური გაჭიანურება არ მომხდარა, რადგან მთავრობას ერთი დღეც არ დასჭირდა პასუხისთვის. პრეზიდენტი რა დელეგაციით და რა მიზნებით მიდიოდა, ეს საინტერესო დღეს აღარ არის. საინტერესოა ზუსტად ის, რომ პრეზიდენტმა რეალობის დამალვა იკადრა და სხვა მიზეზი დაასახელა, რაც საზოგადოებისთვის თვალსაჩინო რამდენიმე წუთში გახდა“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მთავრობა პრეზიდენტს პასუხობს და აცხადებს, რომ მისი განცხადება უსამართლოა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია სტრასბურგში ვიზიტის გადადებაში მთავრობას ადანაშაულებს

მსგავსი თემები