რუსეთის სამხედრო აგრესიის  შედეგად უკრაინაში  374 ბავშვი დაიღუპა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით,,  რუსეთის სამხედრო აგრესიის  შედეგად უკრაინაში  374 ბავშვი დაიღუპა, 723-ზე მეტი კი დაშავდა.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში – 388, ხარკოვის ოლქში – 202, კიევის ოლქში – 116, ჩერნიგოვის ოლქში – 68, ნიკოლაევის ოლქში – 65, ლუგანსკის ოლქში – 61, ხერსონის ოლქში – 55, ზაპოროჟიეს ოლქში – 41.

აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მსგავსი თემები