რუსეთი ბრიტანეთს ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვაში ადანაშაულებს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბალტიის ზღვაში, ჩრდილოეთის ნაკადის მილსადენებზე მომხდარი აფეთქების დაგეგმვაში დიდ ბრიტანეთს ადანაშაულებს.

„ბრიტანეთის საზღვაო ძალების ქვედანაყოფის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს მიმდინარე წლის 26 სექტემბერს ბალტიის ზღვაში ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვაში, უზრუნველყოფასა და განხორციელებაში“, – აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ბრიტანეთი რუსეთის ბრალდებას „ეპიკური მასშტაბის ტყუილს“ უწოდებს.

„უკრაინაში უკანონო შეჭრის შედეგად მიღებული კატასტროფული შედეგების გადასაფარად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ეპიკური მასშტაბის სიცრუის გავრცელებითაა დაკავებული. ეს გამოგონილი ისტორია უფრო მეტს ამბობს, რუსეთის მთავრობაზე, ვიდრე დასავლეთზე“, – აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში.

მსგავსი თემები