პუტინს ჯერ კიდევ სჯერა, რომ უკრაინისა და დასავლეთის განადგურება შეუძლია – უილიამ ბერნსი

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის განცხადებით, პუტინს ჯერ კიდევ სჯერა, რომ მას “შეუძლია გაანადგუროს უკრაინა და დასავლეთი”.

უილიამ ბერნსის თქმით, პუტინი “არასერიოზულია მოლაპარაკებებში” უკრაინაში ომის დასრულების შესახებ.

მისი თქმით, სწორედ “უკრაინის პროგრესი ბრძოლის ველზეა, რომელიც, დიდი ალბათობით, განსაზღვრავს დიპლომატიის პერსპექტივებს” რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის დასასრულებლად.

უილიამ ბერნსმა ხაზი გაუსვა უკრაინის დაგეგმილი კონტრშეტევის მნიშვნელობას და თქვა, რომ „უახლოეს თვეებში ბევრი რამ არის სასწორზე“ და დასძინა, რომ “პუტინი ღრმად ცდებოდა” ომამდე უკრაინის შესახებ თავის ვარაუდებში.

ბერნსმა ხაზი გაუსვა უკრაინისადმი შეერთებული შტატების მხარდაჭერის მნიშვნელობას, მათ შორის სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის გზით პენტაგონის დოკუმენტების ფართომასშტაბიანი გაჟონვის ფონზე.

მსგავსი თემები