,,ყველა საგამოძიებო კომისიის შექმნა ჩააგდო „ნაცმოძრაობამ”, კარგად გაიხსენონ, გრძელი ენები რომ აქვთ“- ალეკო ელისაშვილი

,,არსად წერია, რომ, როცა დროებით საგამოძიებო კომისიას შევქმნით, რაიმე ვადებით უნდა შევიზღუდოთ,”– ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველა საგამოძიებო კომისიის შექმნა ”ნაციონალურმა მოძრაობამ” ჩააგდო.

„ეს მოსამართლეები ასეთ გათახსირებულ ხალხად ჩამოყალიბდა წინა ხელისუფლების დროს და, „ქართული ოცნების“ სამარცხვინოდ, თავზე ხელი გადაუსვეს და დააწინაურეს. ეს უნარები და მავნებლობა წინა ხელისუფლების დროს ისწავლეს. ერთ-ერთი შემოქმედები იყვნენ ბოროტების, განსაკუთრებით, მურუსიძე, რომლის გვარი უსამართლო სასამართლოს სახელწოდებად ზედსართავად იქცა. მხარს ვუჭერთ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას და კითხვებში ვერავინ შეგვზღუდავს. ყველა საგამოძიებო კომისიის შექმნა ჩააგდო „ნაცმოძრაობამ“, მათ შორის 5-6 ივლისის, ფარული ჩანაწერების. სხდომაზე „ნაცმოძრაობა“ არ მოვიდა. ეს კარგად გაიხსენონ, გრძელი ენები რომ აქვთ“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, ოპოზიციამ პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით 10 აპრილს მიმართა. მოგვიანებით კი ოპოზიციამ პრეზიდენტს ისევ მიმართა, რომ, ანა წითლიძისა და ლევან ხაბეიშვილის მიერ ქვეყნის დატოვების გამო, 11 აპრილს მათ მიერ მოთხოვნილი რიგგარეშე სხდომა აღარ დაენიშნა.

მსგავსი თემები