,,ქალბატონო ფოტიგა, რასა, ვინც თქვენ მედიადევნილად გამოგვიცხადეთ, თურმე თქვენსავე პენსიონრებს ძარცვავს”- ირაკლი ზარქუა

,,ქალბატონო ფოტიგა, რასა, ბატონო კუბილიუს, ის, ვინც თქვენ მედიადევნილად გამოგვიცხადეთ, თურმე თქვენსავე პენსიონრებს ძარცვავს,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისივე თქმით, შეუძლებელია, ქართული ჯარისა და ევროპელი პენსიონრების მძარცველი დემოკრატიის მხარდამჭერი იყოს.

,,მაინტერესებს, 570 ევროპარლამენტარი, რომლებიც შეცდომაში შეიყვანეს, რეზოლუციას უკან წაიღებენ თუ რეზოლუციას შეცვლიან? ახლა ხომ მიხვდნენ, რა სამარცხვინო აქტზე მოაწერინეს ხელი. კეზერაშვილი ქართველებს პოლიტდევნილად გამოგვიცხადეთ. თქვენს ამომრჩევლებს, მათ შორის იმ პენსიონრებს, რომლებსაც კეზერაშვილი ძარცვავს, ახლა თვალებში ჩახედეთ და აუხსენით, მაინც პოლიტდევნილი და მედიადევნილია კეზერაშვილიო. ალბათ არ გაგიჭირდებათ, კუბილიუსსა და ფოტიგას არ გაუჭირდებათ“, – განაცადა ირაკლი ზარქუამ.

წყარო: პირველი არხი

 

მილიარდ დოლარიანი თაღლითური სქემა – „ბიბისის“ ჟურნალისტური გამოძიება

მსგავსი თემები