,,იმედი მაქვს, კეზერაშვილი გადმოეცემა საქართველოს“- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „ბიბისის“ მიერ გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებას ეხმიანება, სადაც თაღლითური სქემის ერთ-ერთ ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მისი, როგორც საქართველოს მოქალაქის სურვილია, ადამიანი, რომელსაც მისჯილი აქვს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოში, მოიხადოს სასჯელი საქართველოში.
,,კეზერაშვილის წინააღმდეგ გამოსულია სისხლის სამართლის განაჩენი. 5 წელი აქვს მას შეფარდებული ჯარისკაცების ფულის მოპარვისთვის. დღეს ასევე “ბიბისის” მედია გამოძიების შედეგად გაჩნდა ეჭვი, რომ კეზერაშვილი ევროპელი პენსიონერების თაღლითურად გაძარცვაში მხილებული. ჯარისკაცების მოპარული ფულით და ზოგადად მოპარული ფულით, დღეს კეზერაშვილი აფინანსებს ქართულ მედიას, პოლიტაკას და არასამათავრობო ორგანიზიაციებს.
ჩემი, როგორც საქართველოს მოქალაქის სურვილია, რომ ადამიანს, რომელსაც მისჯილი აქვს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოში, სასჯელი მოიხადოს საქართველოში. ისევე როგორც სხვა დამნაშავეებმა წინა რეჟიმის, რომელიც სხვა ქვენებს აფარებენ თავს, მათ შორის არის ზურაბ ადეიშვილი.

სამწუხაროა, რომ  კეზერაშვილი არის შეფარებული ევროპულ ქვეყნებს და იქიდან ურევს სიტუაციას საქართველოში. იმედი მაქვს, რომ კეზერაშვილი გადმოეცემა საქართველოს იმისთვის, რომ აქ მოიხადოს სასჯელი,” – განაცხადა პაპუაშვილმა.

მილიარდ დოლარიანი თაღლითური სქემა – „ბიბისის“ ჟურნალისტური გამოძიება

მსგავსი თემები