,,საქართველოს საქმეებში ჩარევის მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია”- ზახაროვა

,,საქართველოს საქმეებში ჩარევის და თუნდაც შიგნიდან ქვეყანაში სიტუაციის შერბილების მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია,”- ამის შესახებ  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

ზახაროვას თქმით, ამ მცდელობებს შეუძლიათ გავლენა იქონიონ რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე.

„აბსოლუტურად მიუღებელია ასეთი უხეში მცდელობები არა მხოლოდ ჩარევის, არამედ სიტუაციის შიგნიდან შერბილების, გასაგები ინსტიტუტების მეშვეობით – მათაც ყველა კარგად იცნობს – ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, ე.წ. პირდაპირ გარედან”, – განაცხადა ზახაროვამ.

მსგავსი თემები