ჭყონდიდის ეპარქიაში მამა პეტრეს დასჯას არ ეთანხმებიან და წმინდა სინოდის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ. რაც შეეხება კანონიკურ სამართალს, როგორც საპატრიარქოს იურისტმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, მისი ხარისხში აღდგენა მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაშია შესაძლებელი.
„კანონიკურად, მეუფე პეტრეს ხარისხში აღდგენა ისევ სინოდის გადასაწყვეტია. ეს კი მის განკვეთამდე უნდა მოხდეს. მას მღვდელმსახურება შეუჩერდა და ის უკვე ბერია. მას არანაირი მღვვდელმსახურების ჩატარების უფლება არ აქვს. თუ შეინანებს და სინოდს მიმართავს თხოვნით, რომ ისევ აღადგინონ ხარისხში, ისევ სინოდი განიხილავს მისი დაბრუნების საკითხს“- განუცხდა ედიშერ ქარჩავამ „მედიაცენტრ მთავარს“.
რაც შეეხება სინოდის რიგგარეშე შეკრებას, იურისტის თქმით, სინოდი შეზღუდული არ არის და პატრიარქის გადასაწყვეტია, რამდენჯერ შეიკრიბება.
„სინოდი, მინიმუმ, წელიწადში ორჯერ უნდა შეიკრიბოს. დამატებით, სხდომა რამდენჯერ ჩაინიშნება, შეზღუდვა არ არსებობს“, – განუცხადა ქარჩავამ „მედიაცენტრ მთავარს“.
მისივე ინფორმაციით, სინოდის გადაწყვეტილების მსოფლიო საპატრიარქოში გასაჩივრება წარმოუდგენელი სისულელეა.
„თუ მას ხარისხში აღდგენა სურს, განცხადებით უნდა მომართოს სინოდს, უნდა უთხრას, რომ შენდობას ითხოვს, ახსნას ვითარება და თუ სინოდი ჩათვლის, რომ მისი სინანული გულწრფელია და ის იმსახურებს დაბრუნებას, სინოდს შეუძლია დააბრუნოს“ – განაცხადა ედიშერ ქარჩავამ „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას.