,,პრეზიდენტმა წითელი ხაზები შეიძლება არ გადალახა, მაგრამ რამდენჯერმე ფეხით გადასცდა”- ირაკლი ქადაგიშვილი

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი პარლამენტში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას აფასებს.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა დღეს 12 რეკომენდაციის შესრულების გზაზე ბევრი დამაზიანებელი განცხადება გააკეთა.

„პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლა იყო არა პრეზიდენტის გამოსვლა რაღაც მიზინის კონსოლიდაციის მიზნით, არამედ იყო პრეზიდენტის გამოსვლა მიზნის დაზიანებისთვის. ამ მიზნის დასაზიანებლად „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამოყენებული ყველა ცნობილი მესიჯი აქტიურად გამოიყენა. ამით ყველაზე მთავარი შეასრულა, რომ პოლარიზაცია გაეღრმავებინა. იმპიჩმენტი ამ სიტუაციაში რელევანტური არ არის, რადგან კიდევ ერთხელ სწორედ იმ მიზნის შესრულებას არ დაეხმარება, რასაც პოლარიზაციის დასრულება ჰქვია. პრეზიდენტმა წითელი ხაზები შეიძლება არ გადალახა, მაგრამ რამდენჯერმე ფეხით გადასცდა,”- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მსგავსი თემები