,,გამოძიება იარაღსაც ეძებს”- ახალი დეტალები მუხიანში მომხდართან დაკავშირებით

პროკურორ ლევან ჟორჟოლაძის განცხადებით, მუხიანში სადაც საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს, გამოძიება იარაღს ეძებს.

მისი თქმით, გვამთან დაკავშირებით ექსპერტიზა ჩატარდება და დადგინდება გარდაცვალების მიზეზი.

„ამჟამად, შემთხვევის ადგილის დათვალიერება მიმდინარეობს და ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ჩატარდება. გვამთან დაკავშირებით ექსპერტიზა ჩატარდება და დადგინდება გარდაცვალების მიზეზი. შემთხვევის ადგილის დათვალიერება ჯერჯერობით, არ დამთავრებულა. მუშაობს გამოძიება და ყველა კვალი მოიძებნება.

დაზიანებების რაოდენობა და გარდაცვალების მიზეზი დადგინდება და ამის შემდეგ იქნება პასუხი. დაიკითხება ყველა მოწმე, სად და როგორ აღმოჩენის. ყველა დეტალი გაირკვევა. ყველა საჭირო მტკიცებულებას, იარაღსაც ეძებს გამოძიება და ყველაფერს გააკეთებს რომ იპოვოს”, – განაცხადა ლევან ჟორჟოლაძემ.

მსგავსი თემები