საქართველოს ხვალ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

საქართველოს 23-24 მარტს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ეწვევა. ამის  შესახებ ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.

,,მოხარულები ვართ, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ხვალ თბილისში ჩამოდის. ეს მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში, წინ გველის საინტერესო და დატვირთული პროგრამა,”- ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები