ზელენსკი ბახმუტთან უკრაინელი სამხედროების პოზიციებზე იმყოფებოდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბახმუტთან უკრაინელი სამხედროების პოზიციებზე იმყოფებოდა. ზელენსკი უკრაინელ სამხედროებს შეხვდა.

„დონეცკის ოლქი. უკრაინელი სამხედროების მოწინავე პოზიციები ბახმუტის მიმართულებაზე. პატივი მაქვს დღეს, ვიმყოფებოდე აქ და დავაჯილდოო ჩვენი გმირები, ხელი ჩამოვართვა და მადლობა გადავუხადო ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვისთვის“, – ნათქვამია ზელენსკის განცხადებაში.

მსგავსი თემები