აშშ ჩინეთის პრეზიდენტს მოუწოდებს, პუტინს უკრაინის სუვერენიტეტზე ელაპარაკოს

მოსკოვში ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტი გრძელდება. დღეს, სი ძინპინი და ვლადიმერ პუტინი ოფიციალურ შეხვედრებს გამართავენ. გუშინ კი პრეზიდენტები ერთმანეთს მეგობრულ გარემოში შეხვდნენ და ერთმანეთს პატივისცემა ა მეგობრობა დაუდასტურეს.

თეთრი სახლი ჩინეთის პრეზიდენტს მოუწოდებს, რუსეთის პრეზიდენტს უკრაინაში მიმდინარე სისასტიკეზე ესაუბროს და აუხსნას, რომ  უკრაინის სუვერენიტეტს პატივისცემა სჭირდება.

„მოვუწოდებთ პრეზიდენტ სი ძინპინს, რომ მოახდინოს ზეწოლა პრეზიდენტ პუტინზე უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და პატივისცემასთან დაკავშირებით“ – აცხადებს თეთრი სახლის წარმომადგენელი ჯონ კირბი.

პუტინი მზაობას აცხადებს, უკრაინასთან დაკავშირებით ჩინეთის წინადადებები განიხილოს

მსგავსი თემები