უკრაინის ნავსადგურებიდან სიმინდითა და სხვა საკვები პროდუქტებით დატვირთული კიდევ ოთხი სატვირთო გემი გავიდა

უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან კიდევ ოთხი სატვირთო გემი გავიდა, რომლებზეც 170 000 ტონა სიმინდი და სხვა საკვები პროდუქტებია დატვირთული.  არსებული ინფორმაციით, უახლოეს მომავალში იგეგმება, ქვეყნის ნავსადგურები თვეში სულ მცირე 100 სატვირთო ხომალდს მოემსახუროს.

ხომალდი „გლორი“, 66 000 ტონა სიმინდი არის დატვირთული და  თურქეთის ქალაქ ისქენდერუნისკენ მიემართება. გემს, სახელწოდებით „სთარ ჰელენა“ 45 000 ტონა საკვები პროდუქტი ჩინეთისკენ მიაქვს, 6 000 ტონა მზესუმზირის ზეთით დატვირთული ხომალდი „მუსტაფა ნეჯატი“ კი იტალიისკენ მიდის.

შეგახსენებთ, რუსეთსა და უკრაინას შორის მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვის შეთანხმება თურქეთისა და გაერო-ს შუამავლობით იქნა მიღწეული.

მსგავსი თემები