პუტინი მზაობას აცხადებს, უკრაინასთან დაკავშირებით ჩინეთის წინადადებები განიხილოს

რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტები კრემლში მეგობრულ შეხვედრებს მართავენ. როგორც პუტინმა მოსკოვში მყოფ ჩინეთის პრეზიდენტთან საუბრისას აღნიშნა, რუსეთი მზადაა, უკრაინის საკითხთან დაკავშირებით პეკინის წინადადებები განიხილოს.

თავის მხრივ, პუტინმა ჩინელ კოლეგას დაუდასტურა, რომ ჩინეთის  ე.წ. სამშვიდობო გეგმა შეისწავლა და ყოველთვის  ღიაა  მოლაპარაკებებისთვის.

საუბარია 12-პუნქტიანი წინადადებაზე, რომელიც ჩინეთმა წარადგინა.

კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეს არის სახელმწიფო ვიზიტი და მხარეებს შორის განიხილება „რუსეთსა და ჩინეთს შორის ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული ურთიერთქმედების შემდგომი განვითარების საკითხები.“

მსგავსი თემები