,,ქვა რამდენიმე წუთის წინ შემოვარდა ჩვენს ოფისში, თავში ხვდებოდა თანამშრომელს”- ზაზა ბიბილაშვილი

„ჭავჭავაძის ცენტრის“ დამფუძნებლის, ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, იმ დაჯგუფების წევრების მიერ ნასროლი ქვა, რომლებმაც პარლამენტის შენობის წინ დღეს, ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს დაწვეს, მათ ოფისში შევარდა.

,,არანაირი ალტინფო, ეს რუსული ოცნების მიერ ორგანიზებული აქციაა, რომელიც გზად ყველაფერს არბევს და რომელსაც პოლიცია მაქსიმალურ კომფორტს უქმნის. ეს ქვა რამდენიმე წუთის წინ შემოვარდა ჩვენს ოფისში. თავში ხვდებოდა თანამშრომელს, ხელი აიფარა, ხელი აქვს დასისხლიანებული. კლავდნენ, ფაქტობრივად. ყველაფერი გადაღებულია. კარგად ჩანს, ვინ ისვრის,”- წერს ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი.

ცნობისთვის, „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა პარლამენტთან აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.

მსგავსი თემები