პატარა დამ დატენილი იარაღი აიღო და თავის დას შემთხვევით ესროლა – 3 წლის ბავშვმა შემთხვევით უფროსი და მოკლა

აშშ-ში, ჰიუსტონში 4 წლის გოგოს 3 წლის დამ ცეცხლსასროლი იარაღიდან შემთხვევით ესროლა და მოკლა.

გავრცელებული ინფორმაციით, პატარა დამ დატენილი იარაღი აიღო და თავის დას შემთხვევით ესროლა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ოლქის პროკურორმა უნდა გადაწყვიტოს, წაუყენებენ თუ არა ბრალს ოჯახის რომელიმე წევრს.

მსგავსი თემები