შარლ მიშელი საქართველოში დაბრუნდა

ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში დაბრუნდა. მაღალი რანგის საერთაშორისო სტუმარი ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციას დაესწრება. კონფერენცია – „საქართველოს ევროპული გზა“ 19 ივლისს გაიხსნება.

შარლ მიშელი შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ოპოზიციური პარტიების ლიდერებსაც შეხვდება.

მსგავსი თემები