,,გუნდში ყველაფერი არის ძალიან კარგად”- ირაკლი კობახიძე

,,უმრავლესობაში, გუნდში ზოგადად არის ყველაფერი ძალიან კარგად,”– ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საკადრო ცვლილებების შემთხვევაში საზოგადოებას შესაბამის ინფორმაციას მიაწვდიან.

„რაიმე საკადრო გადაადგილება თუ იქნება გუნდის შიგნით, გუნდის ფარგლებში, ამასთან დაკავშირებით გაგიზიარებთ რა თქმა უნდა, ინფორმაციას. რაც შეეხება მთავრობას, ამასთან დაკავშირებით მე ვერავითარ გადაწყვეტილებას ვერ დაგიდასტურებთ. ეს არის პრემიერის ექსკლუზიური პრეროგატივა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ გუნდში რაიმე გადაადგილება იქნება, იქნება ეს პარლამენტი, მთავრობა თუ ნებისმიერი სხვა სტრუქტურა, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გავუზიარებთ რა თქმა უნდა, საზოგადოებას შესაბამის ინფორმაციას, როცა ეს იქნება საჭირო“, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები