,,მხოლოდ ბახმუტის მიმართულებით, განადგურდა 1100-ზე მეტი მტრის ჯარისკაცი”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ერთ კვირაზე ნაკლებ დროში მხოლოდ ბახმუტის მიმართულებით 1 000-ზე მეტი რუსი ოკუპანტი განადგურდა.  მისი თქმით, განადგურდა მტრის ათობით სამხედრო მანქანა.

„ერთ კვირაზე ნაკლებ დროში, 6 მარტიდან, მხოლოდ ბახმუტის მიმართულებით, განადგურდა 1100-ზე მეტი მტრის ჯარისკაცი – ეს არის შეუქცევადი დანაკარგები რუსეთისთვის, დანაკარგები სწორედ იქ, ბახმუტთან ახლოს. გარდა ამისა, მინიმუმ 1500 მტრის სანიტარული დანაკარგი – ესაა ზარალი, რომელიც შეუთავსებელია ბრძოლის გაგრძელებასთან. გარდა ამისა, განადგურდა მტრის ათობით სამხედრო მანქანა. პლუს რუსული საბრძოლო მასალის ათზე მეტი დამწვარი საცავი“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი თემები